Friday, April 25, 2014

გაიუს იულიუს კეისარი


  გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა ძვ.წ 100 წ 12 ივლისს. კეისრის ახალგაზრდობა სულას დიქტატურას დაემთხვა. ეს იყო უაღრესად სისხლიანი დრო რომის ისტორიაში. გაიუს მარიუსი იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილი მხედართმთავარი, სულას დდაუძინებელი მტერი კეისარს  ბიძად ეკუთვნოდა. ეს კი სასიკვდილო განაჩენი  იმ დროს იყო. მიუხედავად იმისა რომ მაშინ კეისარი ძალიან ახალგაზრდა  იყო,  სულა მასში უკვე ხედავდა ძლიერ პიროვნებას და მისი რეჟიმის მტერს. კეისარი სიკვდილისგან ვეტას ქურუმ ქალთა თხოვნამ იხსნა. კეისარს რომში აღარ დაედგომებოდა. იგი საბერძნეთში წავიდა  სამოგზაუროდ და სასწავლებლად.  სულას  გარდაცვალების შემდეგ კეისარი დაბრუნდა რომში სადაც დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. კეისარს სამომავლოდ დიდი პროექტები ჰქონდა დაგეგმილი მათ განსახორციელებლად კი საჭირო იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

   პირველი თანამდებობა რომელიც მან მიიღო სამხედრო ტრიბუნობა ანუ ლეგიონის მეთაურობა იყო. ლეგიონის მეთაურებად ხალხს ან კონსულები ნიშნავდნენ ან სახალხო კრებაზე ირჩევდნენ. კეისარი სწორედ ხალხმა აირჩია სამხედრო ტრიბუნად. არისტოკრატები

კეისარს ჯერ რაიმე საშიშ ძალად არ მიიჩნევდნენ. მაგრამ „რესპუბლიკის მამათა შორის მაინც იყო ერთი კაცი რომელიც კეისარში იმთავითვე ხედავდა რესპუბლიკისთვის მომავალ საფრთხეს. ეს კაცი ციცერონი იყო. ციცერონი კეისარს დამშვიდებულ ზღვას ადარებდა. კიეისრის ალერსიანობა და სიხალისე ოდენ გარეგნული საფარველია, ხოლო შინაგანად მასში ტირანული შინაარსის განზრახვები იმალებაო. თუმცა ხანდახან დასძენდა:“როცა მე მის გულმოდგინე დაწყობილ თმას ვუცქერ, როცა ვხედავ იგი თავს ერთი თითით იფხანს მაშინ კი აღარ მგონია იმ კაცს გუნებაში ისეთი დიდი ბოროტი ზრახვა ჰქონდეს რომელიც რომაელთა სახელმწიფოებრივი წყობილების დამხობაა“ 
   კეისარი ხალხში სიყვარულს და მხარდაჭერას დღითიდღე იძლიერებდა. იმჟამად იგი აპიუსის გზის პროკურატორად იყო დანიშნული. და მიუხედავად 1300 ტალანტი ვალისა, კეისარმა პირადი ქონებიდან არაფერი დაზოგა. მალე კეისარმა კვესტორობაც მიიღო.
  მალე კეისარი ერთ–ერთი პროვინციის გალიის მმართველად დაინიშნა. მალე მან მთელი გალია დაიპყრო. ამის შემდეგ მისი ავტორიტეტი და სახელი რომაელ ჯარისკაცებში კიდევ უფრო გაიზარდა.
  
სენატი მის განდიდებას  შეშფოთებით ადევნებდა თვალს და მის საწინააღმდეგოდ მთელ იმედებს ცნობილ რომაელ სარდალზეგნეუს პომპეუსზე ამყარებდა. კეისარი კი მთელ იმედებს  ჯარისკაცებზე ამყარებდა რომლებმაც ერთგულება და თანადგომა აღუთქვეს.
  ძვ.წ 49 წ ზამთარში კეისარს არჩევანი უნდა გაეკეთებინა:ან უარი უნდა ეთქვა ძალაუფლებაზე, ან ბრძოლის გზით უნდა მოეპოვებინა. დიდი ფიქრის შემდეგ თქვა“წილი ნაყარია“  და მდინარე გადალახა. ბრძოლებ რომში გაგრძელდა. მოსახლეობის ნაწილი კეისარს უჭერდა მხარს, ნაწილი კი პომპეუსს. პომპეუსმა ვერ შეძლო დიდხანს წინააღმდეგობისგაწევა და  დანებდა. მან დატოვა რომი და საბერძნეთში გაიქცა. მალე კეისარმა მთელი იტალია დაიპყრო.
რომის იმპერიაში მისი განუსაზღვრელი ძალაუფლება დამკვი–დრდა, სენატიც და კონსულებიც უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. ის იყო ნამდვილი მბრძანებელი მისი სამფლობელოები ბრიტანეთის კუნძულებიდან ევფეატსა და ტიგროსამდე იყო გადაჭიმული.
მისი დიქტატურა რესპუბლიკის აღსასრულს მოასწავებდა. დაიწყო ერთპიროვნული მმართველობის ხანა. რასაც სენატორები არ შეურიგდნენ. მათ ძვ.წ 44 წ მოაწყვეს შეთქმულება. სენატის ერთ–ერთ კრებაზე ყველანი გარს შემოეხვივნენ მათ შორის მისი
უახლოესი მეგობარი ბრუტუსიც. შეთქმულებმა მას 23 სასიკვდ–ილო ჭრილობა მიაყენეს. მისი ბოლო სიტყვები იყო:“შენც ბრუტუს?“. კეისარი გარდაიცვალა ძვ.წ 44 წ 55წლის ასაკში.




კეისარი გალიაში და ბრიტანეთში
გალია ერქვა ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანას. ის გადაჭიმული იყო მდინარე რეინიდან პირინეის მთებამდე.
კონსულობის შემდეგ კეისარი გალიის მმართველად დაინიშნა. გალიის დაპყრობით იწყება კეისრის აღზევება. ძვ.წ 58–50 წწ. კეისარმა რომს მკვიდრად დაუმორჩილა გალია. ძვ.წ 56 წ
გაზაფხულზე კეისარი კვლავ 5 წლ–ით დაინიშნა გალიის მმართველად. შემდგომი 6 წლის განმავლობაში მან მთლიანად დაიპყრო გალია და რომს შეუერთა.

კეისარმა რომის ისტორიაში პირველად დაიწყო სამხედრო მოქ–მედებები ბრიტანეთის კუნძულებზე. ძვ.წ 55 წ მან ლეგიონები გადასხა ბრიტანეთის კუნძულებზე და რამდენჯერმე დაამარცხა ადგილობრივი კელტური ტომები. ძვ.წ 52 წ კეისარმა სასტიკად ჩაახშო კელტთა აჯანყება რომელსაც არვენთა მეფე – ვერცინგე–ტორიქსი მეთაურობდა. ამით მან საბოლოოდ დაიპყრო ბრიტანეთის კუნძულები.  

No comments:

Post a Comment