Friday, April 25, 2014

ამფიბიები


ამფიბიები,  წყალხმელეთა ცხოველები  ხერხემლიანი ცხოველების კლასი, რომელსაც გამომუშავებული აქვს როგორც წყალში, ისე ხმელეთზე არსებობის უნარი. ამფიბიები წყლიდან წყალხმელეთა ცხოვრების ნირზე გადასული პირველი ხერხემლიანები არიან.
თანამედროვე ამფიბიებს ეკუთვნის 2850-მდე სახეობა, რომლებიც ერთიანდება 3 რიგში: უფეხო ამფიბიები, კუდიანი ამფიბიები და უკუდო ამფიბიები. ამფიბიების კანი შიშველი, რბილი და ნოტიოა, შეიცავს ნაირგვარი სეკრეტის გამომზოფ ჯირკვლებს. ზოგ ამფიბიას შხამის გამომყოფი ჯირკვლები აქვს.  ამფიბიებს ორი კეფის როკი აქვთ. მალათა რაოდენობა 9-იდან 275-მდე მერყეობს. უკუდო ამფიბიების უმრავლე
სობის ნეკნები მთლიანად რედუცირებულია. წინა ტვინი, რომლის ნახევარსფეროები მთლიანად გაყოფილია, კარგადაა განვითარებული, ხოლო ნათხემი - სუსტად. თავის ტვინიდან გამოდის 10 წყვილი ნერვი. ამფიბიების ლარვებს გვერდითი ხაზის ორგანოები  აქვთ. ნიადაგში მცხოვრებ უფეხო ამფიბიებსა და მღვიმეებში ბინადარ კუდიან ამფიბიებს სუსტად აქვთ განვითარებული თვალები.
კვება
ყველა ზრდასრული ამფიბია ცხოველებით იკვებება. გომბეშოებსა და პიპებს კბილები არა აქვთ. სარჩოს დაჭერაში მათ ხელს უწყობს საკმაოდ გრძელი და მოძრავი ენა, რომელიც წებოვან ლორწოს გამოყოფს. საჭმლის მომნელებელი მილი მოკლეა.
სუნთქვა
ზრდასრული ამფიბიები ძირითადად ფილტვებით სუნთქავენ, ხოლო ლარვები - ლაყუჩებით. სუნთქვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანი. ზოგი ამფიბია მხოლოდ კანით სუნთქავს. წყალში ბინადარი კუდიანი ამფიბიები კი მთელი სიცოცხლე - ლაყუჩებით.
ზრდაგანვითარება
ამფიბიებში  განვითარება უმეტეს შემთხვევაში  მეტამორფოზით მიმდინარეობს. ამფიბიების სხეულის ორგანიზაცია არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც ხმელეთის ხერხემლიანებისა. მათი სხეულის ტემპერატურა ცვალებადია, ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა - დაბალი და სხვა.
გამრავლება
ამფიბიები სქესობრივად, გარეგანი განაყოფიერებით წყალში მრავლდებიან. განაყოფიერებული კვერცხიდან  ვითარდება  ჩანასახი რომელიც  რამდენიმე დღის შემდეგ  თავკომბალად გადაიქცევა.  თავკომბალები სანამ  მშობლებს  დაემსგავსებიან  განვითარების რამდენიმე  სტადიას  გადიან.
მოძრაობა
ამფიბიები კიდურებით  მოძრაობენ მათ აქვთ  კარგად  განვითარებული  უკანა  კიდურები  რომლითაც  ისინი  ახერხებენ  სწრაფად  მოძრაობას.  უკანა კიდურის  თითებს შორის  მათ აქვთ აქვთ  კანი რაც მათ  ხტუნაობასი უწყობს ხელს.
უკუდო  ამფიბიები
გომბიო
გომბიო,  უკუდო ამფიბიების გვარი მრგვალენიანისებრთა ოჯახისა. ზურგი მურა-მორუხო აქვს, მუცელზე მკვეთრი შავი, წითელი ან ყვითელი კოპლები აყრია. გავრცელებულია ევროპაში, შორეულ აღმოსავლეთში, კორეაში, ჩინეთში. დღის მეტ ნაწილს წყალში ატარებს. ნაპირზე მხოლოდ შებინდებისას გამოდის. გაღიზიანებისას მისი კანი გამოყოფს მწვანე ქაფოვან სეკრეტს. გომბიო ყრის 80-100  ქვირითს, საიდანაც 4-10 დღის შემდეგ იჩეკება თავკომბალები. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლის ასაკში. იკვებება მწერების მატლებით, რითაც სარგებლობა მოაქვს. ცნობილია გომბიოს 4 სახეობა. მათგან წითელმუცელა გომბიო  გვხვდება ევროპაში, გიგანტური გომბიო  ჩინეთში.
დარვინის რინოდერმა
დარვინის რინოდერმა უკუდო ამფიბიების წარმომადგენელია. თავი რბილი წანაზარდით აქვს დაბოლოებული. სხეულის სიგრძე 3 სმ აღწევს. გვხვდება ჩილეში. ბინადრობს ნაკადულებში და მათ ნაპირებზე. ქვირითს ყრის ხმელეთზე, ხავსის საფენზე. 10-15 დღის შემდეგ მამალი დარვინის რინოდერმა კვერცხებს მბგერავ პარკში ათავსებს, სადაც ჩანასახები იჩეკებიან და თავკომბალებად გარდაიქმნებიან. კვერცხში საკვების გამოლევის შემდეგ თავკომბალები ზურგით მიეზრდებიან სისხლძარღვებით მდიდარ პარკის კედელს, ამ გზით იწყებენ კვებას და პარკში რჩებიან მეტამორფოზის დამთავრებამდე.
კავკასიური ჯვრიანა
კავკასიური ჯვრიანა, წყალხმელეთა ცხოველი უკუდო ამფიბიების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 55 მმ აღწევს. წენგოსფერი, მუქკომპლებიანი ზურგი და მოთეთრო მუცელი აქვს. გავრცელებულია ბორჯომისა და ლაგოდეხის რაიონებში, აჭარაში, სამხრეთ ოსეთში, კრასნოდარის მხარეში. ზღვის დონიდან 2300 მ აღწევს. იკვებება მწერებით, მათი მატლებით და პატარ-პატარა უხერხემლო ცხოველებით. ივნისიდან სექტემბრამდე ყრის ქვირითს ტბორებსა და მდორე მდინარეებში. თავკომბალა მხოლოდ მომდევნო წელს ამთავრებს მეტამორფოზს. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.
მყვარი
მყვარი უკუდო ამფიბიების გვარი მყვარისებრთა ოჯახისა. მათთვის დამახასიათებელია ვერტუკალური გუგა, დაფის აპკი არ გააჩნიათ, აქვთ დიდი ზომის ტერფის ბორცვი, კარგად გამოხატული საცურაო აპკი. მყვარის გვარში 5 სახეობაა. გავრცელებული არიან სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლთ აზიაში. ყოფილ სსრკ-ში 2 სახეობაა: ჩვეულებრივი მყვარი და სირიული მყვარი. ეს უკანასკნელი გავრცელებულია ამიერკავკასიაში (საქართველოში ძალზე იშვიათად მისი სიგრძეა 9 სმ. სხეული ზემოდან ბაცი რუხია, ზოგჯერ მოყვითალო მუქი მწვანე, უსწორმასწოროლაქებიანი. ზრდასრული მყვარი ბინადრობს ხმელეთზე, იკვებება ძირითადად მწერებით. მეტამორფოზი 70-85 დღე გრძელდება.
ნიჩაბფეხა ბაყაყისებრნი
ნიჩაბფეხა ბაყაყისებრნი, უკუდო ამფიბიების ოჯახი. ნამდვილი ბაყაყებისაგან განსხვავებით თითების ბოლო და ბოლოსწინა ფალანგებს შორის ჩართული აქვთ განსაკუთრებული ხრტილი. ოჯახში 17 გვარია, რომელიც 400-მდე სახეობას მოიცავს. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში, მაგადასკარსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ზონდის არქიპელაგის კუნძულებზე. უმრავლესობა მეხეურ ცხოვრებას ეწევა. კუნძულ იავასა და კალიმანტაზე მობინადრე თითებს შორისაქვს ძლიერ განვითარებული საცურაო აპკი, რაც მას 10-12 მ მანძილზე ლივლივით დაშვების საშუალებას აძლევს და რისთვისაც „მფრინავ ბაყაყს“ ეძახიან.
კუდიანი ამფიბიები

კუდიანი ამფიბიები ამფიბიების რიგი. აქვთ წაგრძელებული სხეული,
რომელიც გადადის მომრგვალო ან გვერდებიდან გაბრტყელებულ კუდში. მოკლე კიდურები, ზოგიერთს ძალზე სუსტად აქვთ განვითარებული, ზოგს უკანა წყვილი სულ არა აქვს. მათი სხეულის სიგრძე 160 სმ აღწევს. უმრავლესობა დახოხავს ან დაცურავს გველისებრი მოძრაობით. მხოლოდ ზოგიერთს შეუძლია სირბილი. უმდაბლეს ფორმებს ქორდა შენარჩუნებული აქვთ მთელი სიცოცხლის მანძილზე. განვითარება მეტამორფოზის გარეშე ხდება. ზოგიერთი კუდიანი ამფიბიები ზრდასრულ ასაკში ინარჩუნებს ლარვის სტადიის ნიშნებს. თანამედროვე კუდიანი ამფიბიები იყოფა 5 ქვერიგად, 9 ოჯახად და 60 გვარად, რომელშიაც გაერთიანებულია 170-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში. კუდიანი ამფიბიების უმრავლესობა მუდმივად ცხოვრობს წყალში, ზოგი წყალში მხოლოდ გამრავლების დროს გვხვდება, ზოგიც მუდმივად იმყოფება ხმელეთზე. კუდიანი ამფიბიების ნაწილს ახასიათებს ნეოტენია. დებენ 3-იდან რამდენიმე ასეულამდე კვერცხს. ზოგი ცოცხლადმშობი ან კვერცხცოცხლადმშობია. იკვებებიან ძირითადად უხერხემლოებით, მსხვილი კუდიანი ამფიბიები — პატარ-პატარა ხერხემლიანებითაც.
კავკასიური სალამანდრა

კავკასიური სალამანდრა  წყალხმელეთა ცხოველი კუდიანი ამფიბიების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 19 სმ აღწევს, აქედან ნახევარზე მეტი კუდზე მოდის. ზურგზე წითელი კოპლები აქვს. გავრცელებულია ბორჯომის ხეობაში, ზეკარის გადასასვლელთან, საირმეში, აქა-იქ — აჭარაში, მცირე აზიაში. აღწევს ზღვის დონიდან 2800 მ-მდე. ცხოვრობს ტყის ზონის მდინარეებსა და ნაკადულებში. იკვებება მწერებით, მათი მატლებით, პატარ-პატარა უხერხემლო ცხოველებით. როგორც იშვიათი სახეობა, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.
ტრიტონი

ტრიტონი არის კუდიანი ამფიბიების გვარი. ისინი ცხოვრების დიდ
ნაწილს წყალში ატარებენ, ხმელეთზე მხოლოდ იზამთრებენ. მათი სხეული გვერდებიდან შებრტყელებულია. კუდი თევზის კუდის ფარფლს მოგვაგონებს. ფეხები მოკლე და სუსტი აქვთ.
გადაშენებული  ამიბიები
ლაბირინთოდონტები
ლაბირინთოდონტები დიდი ზომის ნამარხი ამფიბიების ზერიგი.

კბილის ჰორიზონტალურ კვეთში დენტინის შრე ლაბირინთის მსგავსად იყო დანაოჭებული. ცხოვრობდნენ დაჭაობებულ ტყეებში, ტბებსა და მდინარეებში, ზოგიერთი — ნაპირებზე. გავრცელებული იყვნენ გვიანდელი დევონურიდან ადრინდელი იურულ ეპოქამდე. ცნობილია ევრიპოდან, აზიიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან. ყველაზე პრიმიტიული წარმომადგენლები აგებულებით ახლოს დგანან ქვეწარმავლების წინაპარ ფორმებთან
ლათინოზუქი

ლანთანოზუქი ნამარხი ამფიბიების გვარი. ჰქონდათ მოკლე  უხეში ბორცვებით დაფარული გაბრტყელებული თავი და არალაბირინთული კბილები. ყბებზე გარეთ მიმართული ძვლოვანი გამონაზარდები იყო განვითარებული. ქალას ფორმით, სასის აგებულებით, სატვინე კაფსულის სუსტი გაძვალებით ლანთანოზუქი უახლოვდება უძველეს ამფიბიებს; კბილების, ქალას სმენისა და კეფის მიდამოების აგებულებით კი  ძველ ქვეწარმავლებს. ცნობილია ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიის ზედაპერმული ნალექებიდან.

No comments:

Post a Comment