მდებარეობა
გრემი
– ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს კახეთში, ყვარლის მუნიციპა–
ლიტეტის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე.
ისტორია
XV საუკუნის
შუახანებში, ქალაქ
გრემის დაარსებისას,
სასახლისათვის და
საერთოდ ციტადელისათვის,
მდინარე ინწობაზე
ჩამომავალი ქედის
შემაღლებული ბოლო
შეურჩევიათ. ამ
ადგილს ის
უპირატესობა ჰქონდა,
რომ იგი
ბატონობდა ქალაქზე
და ამავე
დროს ქალაქის
განუყოფელი ნაწილი
იყო. ფეოდალურ
ქალაქს ასეთი
განლაგება აწყობდა
და შეიძლება
ითქვას, მისი
კლასიკური სახეც
შეიქმნა. მდინარე
იმწობას გასწვრივ,
აღმოსავლეთით და
დასავლეთით, განლაგებულია
ქალაქის კვარტლები.
ქალაქს სამხრეთით
მდინარე ებჯინება,
ჩრდილოეთით კი-
მთები.
XV-XVII საუკუნეებში გრემი ერთ-ერთი
ყველაზე ძლიერი,
კეთილმოწყობილი და
ხალხმრავალი ქალაქი იყო.
მისი მნიშვნელობა,
როგორც მხარის
პოლიტიკური ცენტრისა,
დაეცა XVII საუკუნეში,
მას შემდეგ
რაც შაჰ-აბასის
1614-1616წ შემოსევებში
დანგრეული და
განადგურებული ქალაქიდან
კახ მეფეთა
რეზიდენცია კვლავ
თელავს დაუბრუნდა.
არსებობს მთავარანგელოზის
აგების ორი ვერსია, პირველი ვერსიის თანახმად
რუსი ელჩები, რომლებიც კახეთის მეფეებს ხშირად სტუმრობდნენ დიპლომატიური მისიით თავის ჩანაწერებში ხშირად ახსენებენ მთავარანგელოზის ეკლესიას და მათ ცნობებს, როგორც პირველ წყაროებს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერის მიხედვით, ელჩები მოსულან გრემს 1637 წელს და გაჩერებულან მთავარანგელოის მონასტერში, რომელიც ციხეში იდგა. მეორე ცნობის მიხედვით, მთავარანგელოზთა მონასტერი ლევან მეფეს აუშენებია და უბრძანებია მისი იქ დაკრძალვა. ეს ცნობა ვფიქრობთ სარწმუნოა. 1589-90 წწ. რუსების
ელჩობის ჩანაწერებიდან ეს კარგად დგინდება და ვგებულობთ ეკლესიის აგების ზუსტ თარიღსაც-,,ათანასე არქიმანდრიტმა თქვა, ოცდახუთი წელია რაც ტაძარი ააგესო.” აღნიშნულ ცნობაზე დაყრდნობით გ. ჩუბინიშვილმა მთავარანგელოზთა ეკლესიის აგების თარიღად 1565 წ მიიღო.
ეკლესიის გეგმა კვადრატს მიახლოებულია. მისი შიდა განლაგება საერთო თვალსაზრისით ტიპურია ცენტრალურ-გუმბათოვან ძეგლისათვის., მაგრამ განსაკუთრებულია თავისი შემართული პროპორციებით, შიგნით შესული
დაძაბულობას გრძნობს. ყველა ხაზი ზევით გარბის და ამ
ტენდენციას აძლიერებს სიგანესთან შედარებით შესამჩნევი
გრემი დღეს
No comments:
Post a Comment