პეტრე დაიბადა 1672 წელს მოსკოვში, კრემლში. იგი რუსეთის მეფის ალექსეი I-ს შვილი იყო. დედამისი ნატალია ნარიშკინა ალექსეის მეორე ცოლი იყო. მამისა და უფროსი ძმის, მეფე თედორე III-ის სიკვდილის შემდეგ პატარა პეტრე ძალაუფლებისთვის მებრძოლ ბოიართა ორი დაჯგუფების ბრძოლის ცენტრში აღმოჩნდა. ერთის მხრივ მილოსლავსკები - მეფე ალექსეის პირველი ცოლის სანათესაო და მეორეს მხრივ ნარიშკინები - პეტრეს დედის ნატალიას საგვარეულო სამეფო ტახტზე თავიანთი კანდიდატის დასმისათვის იბრძოდნენ.
1682 წელს მეფე თედორის დასაფლავების შემდგომ ბოიარებმა პატრიარქ იოაკიმის დასტურით პეტრე მეფედ გამოაცხადა. თუმცა მალე მოსკოვში მილოსლავსკებისა და პეტრე უფროსი დის
სოფიას მიერ პროვოცირებული მსროლელების ბუნტი დაიწყო, რომელსაც ნარიშკინების საგვარეულოს მრავალი წარმომადგენელი ემსხვერპლა. საბოლოოდ ორივე ძმა, პეტრე და ივანი ერთდროულად იქნენ ტახტზე დასმული. ივანის
მთელი ძალაუფლება ხელში აიღო მისმა ნახევარდამ, სოფიამ, რომელმაც თავი რეგენტად გამოაცხადა და სამეფო საქმეებს სრულიად ჩამოაშორა ნატალია ნარიშკინა. სოფიას მმართველობის დროს პეტრე დედასთან ერთად მოსკოვის მიმდებარე სოფლებში - კოლომენსკოესა და პრეობრაჟენსკოეში ცხოვრობდა.
ახალგაზრდა მეფის პირველ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნაბიჯად
შეიძლება ჩაითვალოს 1695 წელს მოწყობილი აზოვის აღების მცდელობა. აზოვის ციხესიმაგრე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგნდა არა მარტო შავ ზღვაზე გასასვლელის ქონის გამო, არამედ თათრების თავდასხმებისაგან რუსეთის სამხრეთი რაიონების უშიშროების უზრუნველყოფის მხრივაც. 1695 წლის პირველი აზოვის ლაშქრობა წარუმატებელი გამოდგა. ფლოტის არყოლის გამო აზოვი ზღვიდან მარაგდებობდა და რუსეთის არმიამ ვერ მოახერხა ციხის აღება. 1696 წლის ზამთარში და გაზაფხულზე პეტრემ ვორონეჟში ორგანიზირება გაუკეთა სამდინარო ფლოტის მშენებლობას. მცირე ფლოტითა და ახალი სამეთაურო შემადგენლობით პეტრემ გაიმეორა შტურმი აზოვზე და 1696 წლის 19 ივლისს თურქთა გარნიზონმა იარაღი დაყარა. რამდენიმე დრის შემდეგ აზოვის ზღვის სანაპიროზე საძირკველი ჩაეყარა ქალაქ ტაგანროგის მშენებლობას.
ამ დროისათვის ნელ-ნელა იზრდებოდა უკმაყოფილება პეტრეს პოლიტიკის მიმართ. 1697 წელს ბერმა ავრამიმ ქადაგებაში გააკრიტიკა მისი პოლიტიკა და მიუთითა მის მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ტრადიციებს. იმავე წელს გახსნილი იქნა ციკლერის შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა მსროლელთა ბუნტის მოწყობას. ორივე შემთხვევაში პოლიტიკური მოწინააღმდგეები სასტიკად იქნენ დასჯილნი.
პეტრეს უდიდესი ბრძოლები
ჩრდილოეთის დიდი ომი შვედეთთან
1700 წლიდან მეფემ
დაიწყო მზადება შვედეთთან ბრზოლისათვის, რათა ბალტიის ზღვაზე გასულიყო. 1699 წელს
შეიქმნა ჩრდილოეთის კავშირი რომელშიც შედიოდნენ: რუსეთი, დანია, საქსონია და
პოლონეთი.
ამ ომის დასაწყებად რუსეთს სჭირდებოდა დაემყარებინა
მშვიდობა ოსმალეთთან 1700 წ რუსეთმა დადო სამშვიდობო
შეთანხმება თურქეთის სასულთნოსთან.
1700წ აგვისტოში რუსეთმა შვედეთს ომი გამოუცხადა.
ეს ომი 21 წელიწადს გაგრძელდა. ამ ომის შემდეგ რუსეთს ტერიტორიებს მიემატა:ნოტერბურგი, ახლანდელი
სანკტ–პეტერბურგის ტერიტორია და შეიერთა მიმდებარე
ტერიტორიები. ამ ომის შედეგად რუსეთი გავიდა ბალტიის ზღვაზე.
ამ ომის შემდეგ რუსეთი ითვლებოდა ევროპის უდიდეს
და უძლიერეს სახელმწიფოდ.
რუსეთ–თურქეთის ომი 1710-1713
1711 წლის 6 მარტს
პეტრე ჯართან ერთად მოსკოვიდან გაემგზავრა და გადაკვეთა მოლდოვის საზღვარი. 1711 წლის
ივნისში 190000–მა თურქმა და ყირიმელმა თათარმა
ალყაში მოაქცია 38000–იანი რუსული ჯარი. ამ გამოუვალ სიტუაციაში პეტრემ შეძლო დაედო სამშვიდობო შეთანხმება. ამ შეთანხმების
მიხედვით არმია და მეფე გადარჩა ტყვეობას მაგრამ რუსეთმა დაკარგა გასასვლელი აზოვის
ზღვასზე.
1711 წლის აგვისტოში
საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილი იყო თუმცა თურქეთი რამდენჯერმე დაიმუქრა ომის განახლებით.
1713წლის ივნისში ანდრიანოპოლში დაიდო ხელშეკრულება რომელმაც დაადასტურა პირველი ხელშეკრულების
პირობები. რუსეთმა შეძლო ჩრდილოეთის ომის გაგრძელება მაგრამ დაკარგა აზოვის ზღვა.
No comments:
Post a Comment